გაკვეთილის
გეგმა
საგანი - ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი - IX
სახელი და გვარი
|
ლია მამალაძე
|
თემის დასახელება
|
საზოგადოებისა და პიროვნების ურთიერთობა
ილია ჭავჭავაძის მოთხრობიდან „სარჩობელაზედ“
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
20
|
მნიშვნელობა და აქტუალობა
|
ეს გაკვეთილი დაეხმარება მოსწავლეებს აქტიურად ჩაერთონ
დისკუსიაში პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის,დამნაშავის სიკვდილით დასჯის
სამართლიანობისა და ბრბოს ფსიქოლოგიის შესახებ.
|
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
|
ქართ.IX.1
მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე
წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხებზე.
ქართ.IX.4
მოსწავლეს შეუძლია დისკუსიისა და კამათის ძირითადი
ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება.
ქართ.IX.5
მოსწავლეს შეუძლია დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების
გამოყენება.
ქართ.IX.6
მოსწავლე კითხულობს ტექსტებს (მხატვრულს და არამხატვრულს),რომლებიც
შეიცავენ სხვადასხვა თვალსაზრისს პრობლემურ ან სადავო საკითხებზედა გამოხატავს საკუთარ
დამოკიდებულებას წაკითხულის მიმართ)
ქართ.IX.8
მოსწავლე იყენებს კითხვის მიზნის შესაბამის სტრატეგიებს.
ქართ.IX.9
მოსწავლე
წერილობით გადმოსცემს საკუთარ თვალსაზრისს სადავო ან პრობლემურ საკითხებზე.აჯამებს
განსხვავებულ შეხედულებებს მოცემულ საკითხებზე.
ქართ.IX.12
მოსწავლეს შეუძლია დაიცვას წერილობითი ტექსტის სტრუქტურა
და ნორმები.
|
მნიშვნელობა და აქტუალობა
|
ეს გაკვეთილი
დაეხმარება მოსწავლეებს აქტიურად ჩაერთონ დისკუსიაში პიროვნებისა და საზოგადოების
ურთიერთობის, დამნაშავის სიკვდილით დასჯის სამართლიანობისა და ბრბოს ფსიქოლოგიის
შესახებ.
|
სწავლის შედეგები
მიმდინარეობა
(აქტივობა
და დრო)
|
მოსწავლეები გაეცნობიან მოთხრობას,ჩამოუყალიბდებათ
ტექსტისადმი ინტერესი.კითხვის სტრატეგიების
გამოყენებით განუვითარდებათ ტექსტიდან საჭირო ინფორმაციის ამოკრებისა და ადეკვატური გააზრების უნარ-ჩვევები.
შეძლებენ
ბლუმის ტაქსონომიის გამოყენებით კითხვებზე არგუმენტირებული პასუხის გაცემას.
განუვითარდებათ
პრობლემის ამოცნობის,მისი გადაჭრის გზისა და წერილობით საკუთარი დამოკიდებულების
გამოხატვის უნარი
პ რ ო ვ ო ც ი რ ე ბ ა
1.
გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს
პროექტორის საშუალებით ვაჩვენებ ილია ჭავჭავაძის სურათს და სლაიდს:
„არ
არის რა შემთხვევითი და მეტი,ყოველი მისი ნაწილი არის...მიხრილი მისი საგნისკენ,ყველანი
ერთად შეკრული შეადგენენ ერთს მშვენიერს, მრთელსა და განუყოფელ აზრსა.“
(1წთ)
2. სლაიდით ვაჩვენებ ილიას მეუღლის ოლღა გურამიშვილის წერილიდან ნაწყვეტს:
„მე
ღრმად მწამს,დღეს რომ ჩემი ქმარი ცოცხალი იყოს,შეუნდობდა იმათ,რომელთაც სასიკვდილოდ
გაიმეტეს იგი და თავის უბედურ,გზადაბნეულ ძმებად მიიჩნევდა.ეს საზარელი სასჯელი დაარღვევს
იმ ღვაწლს სიყვარულისას,ცხოვრების მასწავლებელ ქრისტეს იმ საუკუნო მცნებას,რომლითაც
ცოცხლობდა ჩემი განსვენებული ქმარი.მოგმართავთ თქვენ გულწრფელისა და მხურვალე თხოვნით:
ნუ დაამტკიცებთ სასამართლოს განაჩენს ამ უბედურთა სიკვდილით დასჯის შესახებ...“(1
წთ)
3. წერა
ლექსიკურ ერთეულებზე
(მუშაობა მიმდინარეობა ჯგუფებში)(7
წთ)
I ჯგუფი - საზოგადოება
II ჯგუფი
- პიროვნება
III ჯგუფი
- სასჯელი
4. მოსწავლეთა
მოსაზრებების პრეზენტაცია ლექსიკურ ერთეულებზე (6 წთ)
შინაარსის
რეალიზება (20 წთ)
1.
მოსწავლეები იმუშავებენ ჯგუფებში.
გავმართავ
დისკუსიას ჯგუფებს შორის.
დავურიგებ კითხვებს:
ა. რამდენად
სამართლიანია ძმების საქციელი?
ბ. რაღა
მაინცდამაინც პეტრეს მისწერა წერილი უმცროსმა
ძმამ?
გ.სამართლიანია
თუ არა უმცროსი ძმის საყვედური პეტრეს მიმართ?
დ.რას იტყვით
ბრბოდ ქცეული საზოგადოების ფსიქოლოგიაზე? (გაიხსენეთ გიორგი ლეონიძის „მარიტა“ და
მიხეილ ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვა“)
ე.მთავარი
კითხვა:
იყო თუ
არა პეტრე დამნაშავე?
2.
მიზეზ-შედეგობრიობის რუკის შევსება
3.
სლაიდით ვაჩვენებ მოსწავლეებს
თეიმურაზ I ციტატას და გავმართავ დისკუსიას
„ცრემლნი
პეტრესი მომმადლენ,იუდად ნუ გამბერაო“
ქრისტიანული
სწავლებით,უცოდველი არავინაა,მაგრამ სასიკვდინე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაშიც
კი,თუ ადამიანს ექნება გულწრფელი სინანული და იმედი,რომ ღმერზთი ჩადენილ დანაშაულს
აპატიებს,მართლაც მიეტევება. პეტრე მოციქული ამ სინანულისა და იმედის სახეა,იუდა
კი-სასოწარკვეთილების.
4.
მიბრუნება ლექსიკური ერთეულების
მიხედვით შექმნილ ტექსტებზე და დასკვნის გაკეთება ნაწარმოებში წამოჭრილი პრობლემის შესახებ.
რ ე ფ ლ ე ქ
ს ი ა (7 წთ)
1.
მოსწავლეები გაარკვევენ
თუ ვის მიმართავს მწერალი ამ მოთხრობით-მომავალ პოტენციურ დამნაშავეს თუ საზოგადოებას,ანუ
ვის აფრთხილებს იგი და რა არის მისი მთავარი სათქმელი.
2.
მოსწავლეები გაარკვევენ
გადაიჭრა თუ არა ეს კონფლიქტი ნაწარმოებში.
3.
წერითი სამუშაო
I -ჯგუფი
ესე - „სიკვდილი
ყველას გვაშინებს, სხვას რომ ჰკვლენ ცქერა გცწადიან“
II-ჯგუფი
წარმოიდგინეთ
,რომ ხართ რომელიმე ისეთი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრი,სადაც სიკვდილით დასჯა
ჯერ კიდევ არსებობს და განსახილველად შემოიტანეს მისი გაუქმების პროექტი.
მოამზადეთ
ორწუთიანი სიტყვა,რომლითაც მიმართავდით პარლამენტს ამ სიახლის მხარდასაჭერად.
4.
ესესა და სიტყვის პრეზენტაცია
|
No comments:
Post a Comment