“დედაენის”
ძეგლის ისტორია – 14 აპრილი “დედაენის დღეა”
-----
წიგნს ძეგლი პირველად თბილისში დაუდგეს და უკვე 26 წელია, “დედაენის დღე” ტრადიციულად 14 აპრილს აღინიშნება. ძეგლი ამავე სახელწოდების პარკში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე “მშრალ ხიდთან” დგას. მასზე გამოსახულია ცოდნის წყურვილით ზეცისკენ ხელებაპყრობილი ყმაწვილი, რომელიც ეს ესაა ზარს შემოკრავს. ძეგლის ავტორებს, მოქანდაკეებს ელგუჯა ამაშუკელსა და ნოდარ მგალობლიშვილს შესანიშნავად აქვთ გადმოცემული XIX საუკუნეში ქართველ “წერა-კითხვის გამავრცელებელთა” უმთავრესი მიზანი.
-----
დღევანდელი “დედა ენის” პარკის ადგილას ბაღის გაშენება, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადაწყდა, როდესაც სანაპიროზე სტალინის სახელობის მაგისტრალი გაიყვანეს. ბაღში ძირითადად ჭადრები დარგეს. უფრო ადრე ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობდა მადათოვის კუნძული, რომელიც თავის დროზე, მტკვრის დონის აწევის შედეგად წყლით დაიფარა, გაკეთდა მშრალი ხიდი.
“დედა ენის” პარკი დღეს ცნობილია, როგორც დემონსტრანტების თავშეყრის ადგილი. 14 აპრილის “დედაენის დღედ” დაწესებას თავისი ისტორია აქვს. კერძოდ, 1978 წელს სწორედ ამ

დღეს, საქართველოს მოსახლეობამ გააპროტესტა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილება საქართველოში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. ამას საქართველოში საპროტესტო აქციები მოჰყვა, ათიათასობით ადამიანი ხელისუფლებისგან ქართული ენის სახელმწიფო ენად დაკანონებას მოითხოვდა. პროტესტმა შედეგი გამოიღო და მაშინდელი კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის სახელმწიფო ენად, ქართული ენა გამოცხადდა. ასე დამკვიდრდა “დედაენის დღეც”.
---
მანამდე კი, ქართველთა გენიალურპალინდრომზე — „აი ია“, იაკობ გოგებაშვილმა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით იზრუნა. მწერალმა დიდხანს იფიქრა პირველ საყმაწვილო სახელმძღვანელოს მორალური, ზნეობრივი და პატრიოტული კრიტერიუმებზე. მის პირად არქივში დაცულია მასალა, რომელიც დედაენაზე მუშაობის პროცესს ასახავს, როგორ აზუსტებდა, ხვეწდა თითოეულ ნიუანსს, მეთოდს, ხერხს, სიტყვასმარტივიდან რთულისკენ. როგორ ცდილობდა, რაც შეიძლება სახალისო ყოფილიყო ყმაწვილთათვის მის მიერ შეთავაზებული მოთხრობა თუ ლექსი.
წიგნი, რომელიც დღემდე ვერაფერმა ჩაანაცვლა, ავტორის სიცოცხლეში, 1912 წლამდე, 33-ჯერ გამოიცა. იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი გამოცემა სპეციალურ კომისიას მიანდეს. 1876-1925 წლებში „დედა ენა“ 45-ჯერ გამოიცა.

იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დღემდე ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების მთავარ ფესვად რჩება, რაც, ბუნებრივია, მხოლოდ ამ წიგნის სიყვარულით არ არის გამოწვეული. ქართველი ერის მამა, ილია ჭავჭავაძეც „დედა ენას“ უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა და მიაჩნდა: „ჩვენ რომ ეგრე დაჟინებით და უკანმოუხედავად ვთხოულობთდედაენისათვის რთულსა და დამოუკიდებელ გზას სასწავლებელში, ეგ მარტო დედაენის სიყვარულით არ მოგვდის, ვთხოულობთ დავნატრულობთ იმიტომაცა, რომ უდედაენოდ გონების გახსნა ბავშვისა ყოვლად შეუძლებელია.“ – წერდა იგი.
---
მასალა მომზადებულია სტატია “აი ია – ყველაზე ძალმოსილი შედევრი ქართული ცნობიერების ისტორიაზე” დაყრდნობით.
პროექტის ხელმძღვანელი -ლია მამალაძე
No comments:
Post a Comment